თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.

”ჩვენ დავათვალიერეთ და ჩავიბარეთ ანგარიში სამიმოსვლო ბილიკებსა და ასევე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს აეროპორტს 4 სამიმოსვლო ბილიკი აქვს, აქედან 2-ზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მათი დიდი ნაწილი უკვე იქნა შესრულებული. ერთი კვირის ვადაში ამ ორ სამიმოსვლო ბილიკსა და 560 მეტრ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე უნდა დასრულდეს უკვე სამუშაოები. კერძოდ, ამ წუთში თუ სამიმოსვლო ბილიკის თბილისისკენ არსებულ ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა, შემდგომში უკვე კახეთისკენ არსებულ ნაწილზე გადმოერთვება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ 2 დღე ძლიერი ქარი იყო, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმ აღნიშნა, სამუშაოებს თავიდან ბოლომდე ”ტავ ჯორჯია” აფინანსებ და ეს არის კერძო ინვესტიციები, აქ თანადაფინანსება არ ხდება.

”ეს არის კარგი მაგალითი, როცა სახელმწიფომ და კერძო ბიზნესმა მოძებნეს სწორი ურთიერთობები”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ, ”ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოების დასრულება 30 ივნისს იგეგმება.

”ვფიქრობთ, რომ ამ ეტაზე ხელისშემშლი ფაქტორი არ არის. სამუშაოები ძალიან კარგი ტემპით მიდის. ზაფხულის სეზონზე პირველი ივლისიდან ვფიქრობთ, რომ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და არანაირი შეზღუდვა არ იქნება”, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

banner
წინა სტატიაში,,მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით “გირჩის“ ინიციატივა ყველა პარტიას აწყობს, გარდა “ოცნებისა“
შემდეგი სტატიამართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს