თბილისის მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თბილისის მთავრობის სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ტრაგედიაა, როცა ომი იწირავს გმირებს, მაგრამ კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ ძმას, შვილს, მამას. ვგლოვობთ მის მშობლებთან, სოფელთან და მეგობრებთან ერთად. მთელი საქართველოა ჭირისუფალი. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. მოგვიანებით, მისი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ტატუნაშვილის ცხედარი, ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშისაპროკურორო საბჭო დღეს ორ ახალ წევრს აირჩევს
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები ტატუნაშვილის ოჯახში მისვლას აპირებენ