თბილისის მთავრობის დამტკიცებას მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე მოუწევს

თბილისის ახალ მთავრობას კახი კალაძე საკრებულოს დღეს წარუდგენს. სხდომა საღამოს 5 საათზე გაიმართება. ვიცე მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, მოადგილეები კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი იქნებიან. მეხუთე მოადგილე ენერგეტიკის მინისრტი, ილია ელოშვილი იქნება.

მერის მოადგილეებთან ერთად, საკრებულომ ნდობა უნდა გამოუცხადოს ასევე 10 რაიონის გამგებელს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, თუმცა თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე მოუწევს. ოპოზიცია წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ უჭერს.

პრეტენზიები დეპუტატებს ძირითადად მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით აქვთ. ოპოზიცია ნიკოლოზ იგივე ნუგზარ ჭონქაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებზე მიუთითებს, სადაც ხდება ძალადობისკენ მოწოდებებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.

banner
წინა სტატიაშიარასწორი პოლიტიკა არის იმის შედეგი, რაც სჭირს ლარს – ირაკლი ყიფიანი
შემდეგი სტატიაერთობლივი წვრთნების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება-თავდაცვის მინისტრი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა