თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.

პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად უმასპინძლებს.

წელს, პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება.

„დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია მოსახლეობას სთავაზობს. წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს. წელს პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითქვენ გინდათ ,რომ ასეთმა სააკაშვილებმა მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზება ქვეყანაში?
შემდეგი სტატიაბათუმში საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა