თბილისის მოსახლეობისთვის დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს – “სემეკი” “თელასის” განაცხადის განხილვას იწყებს

თბილისის მოსახლეობისთვის დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს – “სემეკი” “თელასის” განაცხადის განხილვას იწყებს
დღეს, 10:06 76

გაიზრდება თუ არა თბილისის მოსახლეობისთვის დენის ტარიფი ან რამდენით, ამ საკითხის განხილვას დღეიდან იწყებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. “სემეკმა” “თელასის” განაცხადი უნდა შეისწავლოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, დეკემბერში გამოაცხადებს.

შეცვლილი ტარიფის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იანვრიდან არა 1 წლით, არამედ ცვლილების მიხედვით, უკვე 3 წლით ამოქმედდება.

“სემეკს” მისი გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლება.

„ტარიფის გადახედვა ცალსახად დღის წესრიგში დგას, იმიტომ, რომ სატარიფო განაცხადები შემოსულია. დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, დაიწყება ანალიზი შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების და როდესაც დასრულდება ეს ანალიზი, შემდეგ უკვე მოხდება შესაბამისი დადგენილებისთვის სხდომაზე გატანა აღნიშნული საკითხის. სავარაუდოდ, ეს იქნება წლის ბოლოს, იმიტომ, რომ “თელასის” ტარიფი მოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე და 2018 წლის იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ახალი სამომხმარებლო ტარიფი,” – განაცხადა ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება