„თბილისის მიკროავტობუსში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მგზავრობა შესაძლოა, გაძვირდეს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა, შესაძლოა, 20 თეთრით გაძვირდეს და ლარი გახდეს. როგორც

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მგზავრობის საფასურის გადახედვა არ იგეგმება და თუ 80 თეთრიანი ტარიფის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში დადგება, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

რამდენიმე მედიასაშუალებამ ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში მგზავრობა ძვირდება. მათი ცნობით, რამდენიმე მძღოლს, რომლებმაც კომპანიაში შესტანი ყოველდღიური გადასახადის შემცირება მოითხოვეს, პასუხად მიიღეს, რომ დღიური შენატანის შემცირების ნაცვლად, მგზვრობის ღირებულება უნდა გაიზარდოს და 20 თეთრით გაძვირდეს.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცმა ახალი წლიდან გადადგომაზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიამღებრიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს