თბილისის მერმა თავისი ძმის მისამართით გამოთქმულ ბრალდებასაც უპასუხა

დავით ნარმანიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს თავისი ძმის, ირაკლი ნარმანიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებაზეც უპასუხა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ტყუილების გამოგონებითა და იაფფასიანი პოპულიზმით აქტიურად არიან დაკავებულები.

„საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა თქვენი მხრიდან მერიისა და პირადად ჩემი მისამართით გაჟღერებული გადაუმოწმებელი და ცრუ ბრალდებები. თქვენ ის ადამიანები ბრძანდებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამაყად და ურცხვად საუბრობდით ვინმე ირაკლი ნარმანიას შესახებ, თითქოსდა, იგი ჩემი ძმა იყო და ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს ლობირებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თქვენ საუბრობდით სულ სხვა ირაკლი ნარმანიაზე და ახლა ეს ადამიანი ბოდიშის მოხდას ითხოვს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიზურა ყიფშიძის ყოფა დღეს: “საძინებელში ტიროდა, ასეთი სიბერე რატომ მაქვსო, ხუთ ლარს სესხულობს…”
შემდეგი სტატია(video) თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა