თბილისის მერის ვარაუდით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება

დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს თბილისის მერია საკრებულოს 15 ნოემბერს წარუდგენს. დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, პარამეტრები ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე, კიდევ დაზუსტდეს.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ქალაქის ისტორიული ნაწილის განახლება, საბავშვო ბაღების მშენებლობა და ეკოლოგია.

ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც მომდევნო წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული იქნება.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ლიდერი კომპანია BASF საქართველოში – რეგიონული ოფისის გახსნას პრემიერი დაესწრო
შემდეგი სტატიაადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს