თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა

თბილისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ირაკლი ხუცურაული დაამტკიცა.

აღნიშნულ კანდიდატურას საკრებულოს 28 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 7 წინააღმდეგი წავიდა, ორმა კი თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულომ თბილისის მერიაში გამოცხადებულ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები დაამტკიცა, მათ შორის, თბილისის მერის ორი ახალი მოადგილე – გოგა ნოკლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი, ასევე თბილისის ზედამხედველობის საქალაქსო სამსახურის უფროსად გიორგი უკლება.

თბილისის საკრებულოზე აღნიშნული კანდიდატები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფშვილი : გავითვალისწინე კვირიკაშვილის რჩევა ემოციების თაობაზე
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი წითელაშვილის საქმეზე – ამ თემაზე ვიცოდი ის, რაც მედიით იყო გაჟღერებული