თბილისის მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციათბილისის მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები , თბილისის მერიის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას ეხება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ თავმჯდომარის, ბესო შენგელიას თქმით, ისინი თბილისის მერისგან მოითხოვენ, შეწყდეს 4 ჰექტარი ფართის გასხვისება, ასევე შეწყდეს აუქციონი, რომელიც 3 მაისს უნდა გაიმართოს და ბოტანიკური ბაღი დარჩეს იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ის დღეს იმყოფება.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მათ ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილი:”რეგიონში კონტრრევლუციის ნიშნებია”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა