თბილისის მერია უწყების თანამშრომლებს მოუწოდებს, დაკავებული თანამდებობები ბოროტად არ გამოიყენონ

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს მოუწოდებს, არ გამოიყენონ ბოროტად დაკავებული თანამდებობები და უწყების სახელი.

 

თბილისის მერია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელის, გიორგი გვენეტაძის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას. მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს”,-ნათქვამია განცხადებაში.
banner
წინა სტატიაში„სახელმწიფო ერთი კარის პრინციპზე უნდა გადავიყვანოთ“
შემდეგი სტატიასასამართლოს გადაწყვეტილებით, „მაესტროს“ სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება