თბილისის მერია სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოინახულა ის უბნები, სადაც ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილები და საცხოვრებელი ბინების სახურავები დაზიანდა.

მერის განცხადებით, მზად არის, ითანამშრომლოს შესაბამის რაიონულ გამგეობებთან, რათა დაუზღვეველი ავტომობილების მეპატრონეებს დახამრება აღმოუჩინონ. ასევე, თბილის მერია მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახურავების აღდგენის პროცესში.

ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში რამდენიმე ავტომობილი და საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ავტომობილებს ქარისგან წაქცეული ხეები დაეცა.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეები თავს მოტყუებულად გრძნობენ
შემდეგი სტატიაახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს