თბილისის მერია სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

თბილისის მერია იზრუნებს საკუთარ მოსახლეობაზე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“მწუხარებას გამოვთქვამ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

ამ ეტაპზე რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე, მიმდებარე კორპუსებში გვინდა, დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა, თბილისის მერია რასაკვირველია, იზრუნებს საკუთარ მოსახლეობაზე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს.

ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც დროებით საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა. ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია დასრულებულია
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: პასუხები არა ოდესღაც, არამედ, სწრაფად