თბილისის მერია რამდენიმე ქუჩის დროებით გადაკეტვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

meriaსაგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი (ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთი ორივე მიმართულებით) შაბათს, 5 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

„ასევე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას. სარემონტო სამუშაოებს შპს „ბაზალტი 2011“ აწარმოებს“ – აცხადებენ მერიაში.

banner
წინა სტატიაშისაკადრო ცვლილებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქ ირეკ ჩამიდინოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა