თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის პირველ სართულზე, სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე კოსტავას N72-ში შეძლებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის მერია შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ.

სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს:

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე;
სწრაფი მომსახურება;

გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით);

სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია;
სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში;
მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად;

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტეხასის ცენტრში უცნობებმა სროლა ატეხეს
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძემ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა