თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს სთავაზობს დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ალექსიძის ქუჩა N1-ში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა.

მერიის ინფორმაციით, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგა, თბილისის მერია ალექსიძის ქუჩის დასაწყისში მაღალსართულიანი კორპუსის ნაცვლად გამწვანებული ტერიტორიის გაშენებას გეგმავს. დედაქალაქის მერია მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ალექსიძის N1-ში სკვერს მოაწყობს”,- აცხადებენ მერიაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მიმართულებით თბილისიდან და ნატახტარიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება
შემდეგი სტატიაირაკლი გილაური: კვირიკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია