თბილისის მერია: დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი

news
: news თებერვალი 20, 2016 10:24

თბილისის მერია: დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც თამარ გერგედავასთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე შუამდგომლობა მოამზადა, სამსახურიდან გათავისუფლდება.

ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი იმ სამსახურის მიერ, რომელიც მერთან შუამდგომლობას აყენებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მერიის თანამშრომელმა მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა და მერს გერგედავას განცხადება შაბლონური ტქსტით გადაუგზავნა.

“გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეთათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე საკითხის გადაწყვეტისას მერი ეყრდნობა შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობას და არ არის ვალდებული, უშუალოდ გადაამოწმოს თითოეული დოკუმენტი, რადგანაც, აღნიშნულზე, სწორედ ის სამსახურია პასუხისმგებელი, რომელიც შუამდგომლობას აყენებს მერთან, დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ისიც არის აღნიშნული, რომ ამის გამო “მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აღნიშნული თანამშრომელი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას”.

“მერიის უწყებაში დასაქმებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს არასწორ ინფორმაციასა და რეკომენდაციას, ასევე, დაკისრებულ სამუშაოს შეასრულებს არაჯეროვნად, გადაამეტებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ან ადგილი ექნება, თუნდაც მცირე გადაცდომას, მიღებულ იქნება უმკაცრესი ზომები,” – ნათქვამია განცხადებაში.

news
: news თებერვალი 20, 2016 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics