თბილისის მერია ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლებს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

“ალეკო ელისაშვილს სასამართლოში შევხვდები”- ეს განცხადება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა მერიაში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

დიმიტრი მოსულიშვილმა ალეკო ელისაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება დოკუმენტებით არ იყო დადასტურებული.

“ელისაშვილმა წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები, ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას”, – განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა გუშინ მერიის არქიტექტურის სამსახური და მისი ხელმძღვანელი კორუფციულ ქმედებებში დაადანაშაულა. თბილისის მერია სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: რუსული ინვესტიციები საქართველოში წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად შემოედინებოდა
შემდეგი სტატიაიან კელი: მოხიბლული ვარ იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც სამეგრელოს რეგიონს აქვს