თბილისის მერია 72 000 ლარიან ავტომობილს და 73 მობილურს ყიდულობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 10:21

თბილისის მერია 72 000 ლარიან ავტომობილს და 73 მობილურს ყიდულობს

თბილისის მერია 72 ათას ლარად შეფასებული ავტომობილისა და 73 მობილური ტელეფონის შესაძენად ტენდერს აცხადებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობს და ამბობს, რომ გაიუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის ამ ღირებულების მანქანა და მობილურები. ხაბეიშვილის თქმით, საკითხს ოპოზიცია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებს:
300-ზე მეტი ავტომობილია დედაქალაქის მერიის ბალანსზე და დღეს ის 72 ათას ლარად შეფასებულ ავტომობილს ყიდულობს. 73 მობილური ტელეფონის შესყიდვისთვისაც აქვს გამოცხადებული მერიას ტენდერი.” აცხადებს ხაბეიშვილი.
თბილისის მერიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 10:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics