თბილისის მერია – 13 ნოემბრიდან თბილისის ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 11, 2017 15:11

თბილისის მერია – 13 ნოემბრიდან თბილისის ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება

მნიშვნელოვანი

  • მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება, - ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სხვა სტატიები

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ახლად არჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 11, 2017 15:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics