თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. ზოდელავა თბილისში, „ნიუჰოსპიტალშია“ გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ზაზა შენგელია ავრცელებს.

“რატომ და როდემდე უნდა იყოს დაშვებული ამ ქვეყანაში მარჯვენა საჭიანი მანქანების მოძრაობა?!….ასეთი მანქანები პოტენციური მკვლელები არიან!!!….მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ერთდროულად მარჯვენა და მარცხენა საჭიანი მანქანების მოძრაობაა დაშვებული…ან ერთია და ან მეორე….რამდენი ადამინი შეიწირა მარჯვენა საჭემ, რამდენი დაასახიჩრა და მაინც ვერ მოევლო ამ უბედურებას…ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი პრობლემურია ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გაჭრილად გადაწყვეტა….დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა – გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ…. მერე ადგება ეს ტაქსის მძღოლი, გაარემონტებს მანქანას და ჰერი ჰერი კიდევ ახალი მოსახდენი და პოტენციური საავტომობილო მკვლელობებისკენ….რატომ ? როდემდე ?

banner
წინა სტატიაშიპეკინის გამზირი შესაძლოა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ცალმხრივი გახდეს
შემდეგი სტატიაბაქო-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული საფრთხე და რისკები წინასწარ გაანალიზებულია