თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის
ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის
მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.
გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის
213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დიდი ოდენობით
გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.
ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული
წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(video) ნიკა მელია: გაირიყა ხალხი პოლიტიკური პროცესიდან
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს