თბილისის განვითარების ფონდი განცხადებას ავრცელებს

თბილისის განვითარების ფონდი დ. აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე სრულიად ახლდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები – უფრო კონკრეტულად: წყლის, დენის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის, სანიაღვრე და სუსტი დენების ქსელები.

გარდა ამისა, პირველად, დ. აღმაშენებლის გამზირზე მონტაჟდება სადრენაჟე სისტემა, რომელიც შეკრებს დ. აღმაშენებლის განაშენიანების ქვეშ, კლდოვან ზედაპირსა და შედარებით რბილ ქანებს შორის არსებულ მიწისქვეშა წყლის ნაკადებს და მოუხსნის ისტორიულ უბანს და მასში მდებარე ძეგლებს კონსტრუქციული მდგრადობის პრობლემას.

მოსახლეობის შეუფერხებელი მომარაგებისთვის, დ. აღმაშენებლის სარეაბილიტაციო არეალის სრულ მონაკვეთზე, დროებით დამონტაჟდა ალტერნატიული ქსელები. კერძოდ, ტროტუარებზე მოეწყო წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული სისტემა.

აღნიშნული სისტემები არის დროებითი და იმოქმედებს მანამდე, სანამ არ დასრულდება გამზირის ქვეშ არსებული ძირითადი ქსელების რეაბილიტაცია.

წყლის და დენის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით, მოკლევადიანი შეფერხება შესაძლებელია გამოწვეული იყოს არსებულ სარეაბილიტაციო და დროებით ალტერნატიულ ქსელებს შორის გადართვების აუცილებლობით, მათი მონტაჟის, ტესტირების და დატვირთვის პროცესში.

თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი წინასწარ უხდის ბოდიშს მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიIRI – საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა
შემდეგი სტატია„მაჟორიტარების ომი“ და პოლიტიკოსთა დიდი მაქინაციები