თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 18:04

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მერვე კლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 18:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics