თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ისინი ამ წუთებში თბილსერვისის ოფისის წინ არიან შეკრებილი.

თანამშრომლები ლარის კურსის დევალვაციის გამო, ხელფასების 50 პროცენტიან ზრდას ითხოვენ.

ამავე დროს აქციის მონაწილეები დასუფთავების სამსახურის ადმინისტრაციას წეზოლაში ადანაშულებენ და ამბობენ, რომ გაფიცვის გამო ხელმღვანელობა მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.

ადმინისტრაციაში კი ზეწოლას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევენ
შემდეგი სტატია“მთავრობის რეალური მეთაური, მათი მამოძრავებელი ძალა იმყოფება სოლოლაკის შუშის სასახლეში“