თბილისის ბოტანიკური ბაღი და ინტერესთა კონფლიქტი- რას აცხადებს ბაღის ყოფილი დირექტორი და ოპოზიცია?

ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბოტანიკური ბაღის უკვე ყოფილი დირექტორის გათავისუფლების შესახებ კომენტარი არ გააკეთა. ნარმანიას მოადგილე კი მის მიმაფრთ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ნინო გოცაძემ, მერის მოადგილე ზეწოლაში და იძულებით თანამდებობის დატოვებაში დაადანაშაულა.

ნინო გოცაძე განმარტავს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი მერიის იმ გეგმებს უკავშირდება, რომლებიც თბილისის მთავრობას ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში აქვს, მათ შორის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობის შესახებ.

ოპოზიციაში კი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ბოტანიკურ ბაღთან სიახლოვის გამო ყოფილი პრემიერის ინტერესების შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მერიის ხელშეწყობით ეს ტერიტორიაც ივანიშვილს პროექტ პანორამა თბილისისთვის სჭირდება.

ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე ოპოზიცია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ახალ უფროსად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ დარჩიძე დაინიშნა. სწორედ დარჩიძის სახელს უკავშირებენ ოპონენტები ივანიშვილის სასარგებლოდ ბათუმში გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის ერთ-ერთი მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული მიწის გასხვისებაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები მოსამართლეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთს პირველი რუსეთი დაეხმარება