თბილისის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოში 15 ნოემბერს შევა

დედაქალაქის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით იქნება განსაზღვრული, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, დღეს სრულდება საბოლოო პოლიტიკური კონსულტაციები საკრებულოს უმრავლესობასთან, რის შემდეგაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოში შევა.

„მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის საჭიროებები, რაც ქალაქში არსებობს როგორც კეთილმოწყობის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, კვლავ უცვლელი პრიორიტეტები იქნება გამწვანება, საბავშვო ბაღებზე ზრუნვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები და ა.შ. ამიტომაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტი ერგება იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც დედაქალაქში არსებობს“., -განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას ბიუჯეტის შედგენაში, მერის განცხადებით, ოპოზიციას ორი წლის განმავლობაში არ შეუთავაზებია ისეთიო წინადადება, რომლის ასახვაც შესაძლებელი იყო.

მისივე თქმით, შემცირებულია ადმინისტრაციური ხარჯებიც.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ადმინისტრაციული რესურსები ჩვენ მნიშვნელოვნად დავზოგეთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შემოვიჭირეთ ქამრები, რაც გულისხმობდა გარკვეული სამსახურების გაუქმებას, ასევე დანამატების და პრემიების მნიშვნელოვნად შემცირებას. ეს ტენდენცია მომდევნო წელსაც გაგრძელდება და როგორც კი მომდევნო წლის ბიუჯეტს წარვადგენთ საკრებულოში ყველანი ვნახავთ, რომ ადმინისტარციული ხარჯები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად არის შემცირებული”,- აღნიშნა დავით ნარნამია.

banner
წინა სტატიაში“ტაბულამ” სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა
შემდეგი სტატია“ნაციონალების” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი “ოცნების” მინისტრობის კანდიდატია _ ვინ არის ზურაბ ალავიძე