თბილისის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია

31 ხმით 7-ის წინააღმდეგ, თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ დაამტკიცა.

კენჭისყრაზე გატანამდე, დეპუტატების შეკითხვებს დავით ნარმანიამ უპასუხა.

პროექტს მხარი უმცირესობამ არ დაუჭირა.

ოპოზიცია მერს პრიორიტეტების არასწორად შერჩევაში ადანაშაულებს. ოპონენტებმა ქალაქის მთავრობას „სითი-პარკთან“ ხელმოწერილი კონტრაქტის ძალაში დატოვების გამოც უსაყვედურეს.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.

banner
წინა სტატიაშითოვისა და ყინულის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიამოსკოვი ISIS-ის ,,საახალწლო,, ტერაქტებს გადაურჩა…?