თბილისის ანძა მწვანედ განათდა

“Global Greening”-ის ფარგლებში, თბილისის ანძა მწვანედ განათდა.

თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.

აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში “Global Greening”, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძამწვანედ განათდა.

ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანაიმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს ირლანდიელ ტურისტებს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, “Tbilisi Event Hall”-შიცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების – “Jack Lukeman”-ის და “ნიუტონის” ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრება.

banner
წინა სტატიაშიქურთებმა ჩრდილოეთ სირიაში ფედერაცია გამოაცხადეს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს