თბილისის ანძა ლიტვის ეროვული დროშის ფერებში 21:00 საათამდე იქნება განათებული

anjzaვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის სისხლიანი მოვლენებიდან, რომელიც თბილისში 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ანალოგია, 25 წელიწადი შესრულდა.

ლიტველი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა ლიტვის ეროვული დროშის ფერებში განათდა.

ლიტვის საელჩოში განმარტავენ, რომ თბილისის ანძის განათებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან 13 იანვრის ღამის სიმბოლო სწორედ ვილნიუსის სატელევიზიო ანძაა.

თბილისის ანძა ლიტვის დროშის ფერებში 21:00 საათამდე იქნება განათებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილის კითხვები პროკურატურას – ადმინისტრაცია წერილს ასაჯაროებს
შემდეგი სტატია“ნათქვამი სიტყვის გამო თავდასხმა დასაგმობია” – უსუფაშვილი “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება