თბილისის ახალმა მერმა, დედაქალაქის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

თბილისის ახალმა მერმა დედაქალაქის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჭიღლაძე იქნება, იურიდიულ საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს სერგო ბირკაძე, საფინანსო საქალაქო სამსახურს გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი ბაგრატიონი იქნა წარდგენილი.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი გელა ჩივიაშვილი იქნება. კულტურის საქალაქო სამსახურს კი სოფიო ხუნწარია ჩაიბარებს.

განათლების სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა იქნება, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მუმლაძე წარადგინეს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას კი გიგა გიგაშვილი ჩაიბარებს.

შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი პაპავა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გივი კუბლაშვილი, ეკონომიკური განვითარებს საქალაქო სამსახური ანდრია ბასილაია იქნებიან.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს კი ნუგზარ ჭონქაძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ ერთად უნდა შევუტიოთ და დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა და ყველა ის პრობლემა რომელიც დედაქალაქს აქვს,“-მიმართა კალაძემ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებამ თვალნათლივ უნდა დაინახოს შედეგი და ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად. კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების მუშაობის გამჭვირვალობა მოითხოვა.

„მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან,“-განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ამბობს, რომ თითოეულმა სამსახურმა პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოახდინოს.

banner
წინა სტატიაში,,სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატია“იზეიმა სიმართლემ” – კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერის მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირიდან შეუდგება