თბილისის აეროპორტიდან გაფრენილი თვითმფრინავი სტამბოლის ნაცვლად ანკარას აეროპორტში დაჯდა

თბილისის აეროპორტიდან გაფრენილი თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტის ნაცვლად ანკარას აეროპორტში დაჯდა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტი ავრცელებს.

გავცელებული ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტიდან თბილისის ინფორმაციით აფეთქებამდე ერთი რეისის შესრულება მოესწრო. ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით ფრენები შეჩერებულია.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა და შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლიგახსნეს. მომხდარის შედეგად დაახლოებით დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი 5 რეისი გააუქმდა
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობის განცხადებით, მათ ტერაქტის ორგანიზატორები იციან