თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი – საკრებულოს კომისიებში განხილვა იწყება

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში იმსჯელებენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ის კვლავ სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზეა ორიენტირებული. მათივე თქმით, იზრდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაც და მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები.

„მნიშვნელოვანია ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად მეოთხედი კვლავ სოციალურ და ჯანდაცვით პროგრამებს ეთმობა. ასევე მზარდი პრიორიტეტი არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამები. 2017 წელს იგეგმება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი პარლამენტის სხდომის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრება
შემდეგი სტატიაირაკლი ნადირაძე : თბილისის ბიუჯეტი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების პრიორიტეტებზეა გათვლილი