თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე (თეჯოლასთან ახლოს), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

აღნიშნული მონაკვეთი დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა და მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა, ამ დრომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე იყო გარადთული.

დროებითი გზის პარალელურად, ზესტაფონი-ქუთაისის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.

banner
წინა სტატიაში,,მრავალი განსაცდელი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ გადარჩა და ღვთის მადლით გამარჯვებული იქნება”
შემდეგი სტატიაგუდაურში სრიალის დროს 14 წლის გოგონა გარდაიცვალა