თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი კვლავ პარალიზებულია

თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარის ადიდების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მონაკვეთი პარალიზებულია, ავტომობილები კვლავ შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ განაცხადა, გამოდარების შემთხვევაში, სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოძრაობა დაიკეტა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: აფხაზები რუსეთში ელექტროენერგიას ვერ გაყიდიან, რადგან ხაზს ჩვენ ვაკონტროლებთ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან