თბილისი დაამსგავსეს ფხენიანს, სადაც ყველა სარეკლამო დაფაზე ერთი და იგივე კანდიდატია გამოფენილი

თბილისი დაამსგავსეს ფხენიანს, სადაც ყველა სარეკლამო დაფაზე ერთი და იგივე კანდიდატია გამოფენილი, – ამის შესახებ ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

კუკავა მოუწოდებს საზოგადოებას, არ წამოეგოს ხელისუფლების პროვოკაციას, რომლის მთავარი ამოცანა ოპოზიციურ სპექტრში თავისი სატელიტის, ”ევროპული საქართველოს“ დამკვიდრებაა.

”აუდიტის სამსახურის ბოლო (აგვისტოს თვის) მონაცემებით სულ პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 4 800 000 ლარი მიიღეს, საიდანაც 4 500 000 (93%) მმართველმა პარტიამ, ხოლო 287 000 (5%) ,,ევროპულმა საქართველომ“ მიიღო. ყველა დანარჩემა პარტიამ ერთად 25 000 ლარი ანუ საერთო რაოდენობის 0,2% მიიღო. ეს მაჩვენებელი კარგად ასახავს იმას, თუ რეალურად ქვეყანაში არსებული ბიზნეს-ტერორის პირობებში, რომელი პარტიების დაფინანსებას „ბედავს“ ბიზნესი. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ”ქართული ოცნების“, ისე ”ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი შემომწირველი არის დავით კეზერაშვილი, რომლის კუთვნილებაში მყოფმა გარე რეკლამის კომპანიამაც, მთელი სარეკლამო ფართი ”ქართულ ოცნებაზე“ და ”ევროპულ საქართველოზე“ გადაანაწილა, თბილისი დაამსგავსეს ფხენიანს, სადაც ყველა სარეკლამო დაფაზე ერთი და იგივე კანდიდატია გამოფენილი. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ წამოეგოს ხელისუფლების პროვოკაციას, რომლის მთავარი ამოცანა ოპოზიციურ სპექტრში თავისი სატელიტის ”ევროპული საქართველოს“ დამკვიდრებაა”, – განაცხადა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული
შემდეგი სტატიაზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა