თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს–სალომე ზურაბიშვილი

უნდა ვაღიარო, რომ არ მესმის – დარბაზში არ გამოცხადება რა პოზიციაა? როცა ამერიკის ჩვენზე არანაკლებ მეგობრებს, თუ გინდ არანაკლებად დავალებულებს, თავიანთი პოზიციის დაფიქსირების არ მოერიდათ (ანუ საკითხის მიმართ ნეიტრალობა და თავშეკავება კეჭისყრის დროს). სასაცილო ის არის, რომ ერთნაირად მიუძღვნა მადლობა ამერიკის ელჩმა თავშეკავებულებს და დარბაზიდან გასულებს … ანუ, არც არაფერი დაშავდებოდა. თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარ პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს. ასეთი ქცევა არ გვეკადრება მგონი ქვეყანას, რომელმაც ამდენი იბრძოლა და ამდენ ხანს ელოდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ თავდახრილობას ბოლოს არავინ გიფასებს, არც მოყვარე და არც მტერი… იგი შეიძლება შეგულიანდეს!

 

სალომე ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიდევნილს, რომელმაც გორში აქციაზე თვითდაზიანება მიიყენა, სამედიცინო დახმარება გაეწია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: პოროშნკოს ადმინისტრაცია აპირებს პეჩერის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციას