მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია

მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა და დეიდა ციხეშია, – ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი.

„მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია. მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რამოდენიმე მოვლენა ომი, კრიზისი, შემდგომ რამოდენიმე მმართველი კომპანია, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში მოიტანა ეს ყველაფერი. მე დღეს არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმეს დავეჯინო, ან რამე დავთმო აუცილებლად გამოსავალს ვიპოვი, ჩემთვის პრიორიტეტი დედაჩემია და დედაჩემის გამოსვლა, მაგრამ დაკავშირებული და გაიგივებული მაქვს დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან“, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

„სულ რომ დაკავებულები არ იყვნენ მაია და რუსო, დაზარალებულები მაინც უნდა დაკმაყოფილდნენ. ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა, მაგრამ ყველა კონტრაქტს აწერს ხელს ორი მხარე, დარღვევები იყო ჩვენი მხრიდანაც და მათ მხრიდანაც, მაგრამ წარსულში ქექვა რომ დავიწყოთ კიდევ ისეთ ნიუანსებში ჩავალთ, რომ გაწელავს პროცესს და საჭირო არ არის.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რამდენიმე დღეში შევთავაზებთ გარანტიებს, რომ ეს გეგმა შესრულდება, ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ეს მოხდება ერთდროულად დედაჩემის და დეიდაჩემის გამოშვებასთან,“-აცხადებს რჩეულიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში მეტროში აფეთქების მომწყობის თანამზრახველები დააკავეს
შემდეგი სტატიაპროკურატურის განცხადება გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ