თავისუფლების მოედანზე ხვალ “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

არამათავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხვალ, 27 თებერვალს, თავისუფლების მოედანზე “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციას გამართავს.

როგორც “თბილისის ჰამქრის” ხელმძღვანელმა ცირა ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელ აქციაზე “პანორამა – თბილისის” მშენებლობას გააპროტესტებენ.

“ჩვენ გავაპროტესტებთ “პანორამა თბილსს”, ასევე გავაცნობთ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენს აზრს. გვინდა გავაფორმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმება, ვინც არჩევნებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდგომ მოვა ხელისუფლებაში, რომ “პანორამა თბილისი” არ განხორციელდეს. ასევე ვითხოვთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას”, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას თბილისელებს და ქართულ საზოგადოებას თხოვს.

“პანორამა თბილისის” მშებებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის ახირება. მშენებლობა მიდის და საზოგადოებას ერთი მულტფილმის გარდა არ უნახავას არაფერი, არავინ იცის, როგორი სახის იქნება ეს პროექტი. ჩვენ ვნახეთ სადღაც მთაზე დაცურავენ ზვიგენები და ასეთი შენობა იქნება, თუმცა, რეალურად რის განხორციელებას გეგმავენ, ჩვენთვის უცნობია. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე პანორამა თბილისის პროექტი გააპროტესტოს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: მოსამართლეს განსაკუთრებული ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა სჭირდება
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი: ანა დოლიძე აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობოს ინტერესებს იცავდა