„თავისუფალმა საქართველომ“ მორიგი გამოსახლება შეაჩერა

საგარეჯოში ჩანიშნული იყო ურდულაშვილების ოჯახის გამოსახლება. ოჯახის ვალი არის 3000 აშშ დოლარი, თუმცა მევახშე იური გრიგორიანი მათ სთხოვს 20000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება მათ გამოსახლებით.

„თავისუფალმა საქართველომ“ აღსრულების ადგილას გამართა საპროტესტო აქცია და პარტიის ძალისხმევით გამოსახლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

„თავისუფალი საქართველო“ ჩაერთვება ოჯახისა და მევახშეს შორის მოლაპარაკებებში, რათა მიღწეული იყოს კომპრომისი – კრედიტორმა მიიღოს მისი კუთვნილი თანხა, ხოლო ურდულაშვილებს შეუნარჩუნდეთ მათი კუთვნილი სახლი.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთს ტყის მასივის გაჩეხვის გამო დღეში 100 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს
შემდეგი სტატიასასამართლო ბარნოვზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს