“თავისუფალმა დემოკრატებმა” სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

ცესკოს წინააღმდეგ თავისუფალმა დემოკრატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. პარტია საარჩევნო ადმინისტრაციის იმ განკარგულებას ასაჩივრებს, რომლითაც მრეწველებს დაფინანსება ეზრდებათ, თავისუფალი დემოკრატები კი კომისიებსა და ცესკოში წარმომადგენლების გარეშე რჩებიან.

“სამართლებრივი წიაღსვლები აქ არ არის საჭირო, უბრალოდ სამართლიანობის ლოგიკიდან რომ გამოვიდეთ, ამ არჩევნების შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში თავისუფალმა დემოკრატებმა მოვიპოვეთ ხმათა 4.63 მრეწველებმა ბლოკში მოიპოვეს, სხვა პარტიასთან ერთად 0.78 პროცენტი, მაგრამ ვიღებთ შედეგს, რომ ამ შედეგებიდან გამომდინარე, თავისუფალი დემოკრატები ვკარგავთ კომისიის წევრების ყოლის უფლებას და ამ უფლებას იძენენ მრეწველები. ეს არის ჩვენი დემოკრატიის პრობლემა,“ – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოღმით აღსავსე იყო, გამახსენა ღარიბაშვილი – ნიკა მელია თეა წულუკიანზე საუბრობს
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვანია, ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად იყოს წარმოდგენილი“- პრეზიდენტი