”თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს

“თავისუფალმა დემოკრატებმა” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

როგორც ”თაიმერს” ”თავისუფალი დემოკრატებიდან” აცნობეს, პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს თუ როგორ უნდა განახლდეს და განვითარდეს ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “თავისუფალი დემოკრატების’’ ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სერვისების საყოველთაობის უზრუნველყოფა, მედიკამენტების გაიაფება და მათი ხარისხის კონტროლი, ავადმყოფთა და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა, ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების ხარისხის კონტროლი და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის ცხრილები. პარტიის ლიდერებმა იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელიც აუცილებელია სისტემის გაუმჯობესებისთვის. დოკუმენტი პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და “თავისუფალი დემოკრატების’’ ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელებმა კოკა ფრუიძემ და დავით თელიამ წარადგინეს.

”აქცენტს ვაკეთებთ სამედიცინო განათლებაზე, ასევე ექთნების კორპუსის განვითარების უზრუნველყოფაზე. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ დღეს არის ექთნების დეფიციტი. ჩვენ ასევე ვამახვილებთ ყურადღებას მედიკამენტების გაიაფებაზე. დაფინანსების დიდი ნაწილი, რომელიც აქვს ჯანდაცვას რაციონალურად და სამართლიანად გადანაწილდება ჩვენს მოსახლეობაზე. ასევე ხელს შევუწყობთ კერძო ჯანდაცვის დაზღვევის განვითარებას’’, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 მაისს განიხილავს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე – თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ავიღებთ დიდი ჯოხს და ცემას დავუწყებთ მეჭიაურს, ასე არ მოხდება