“თავისუფალმა დემოკრატებმა” აქცია სახელწოდებით “უპატრონო ქალაქი” გამართეს

სახელწოდებით “უპატრონო ქალაქი” “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ზაარბრიუკენის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სლოგანები “უპატრონო ქალაქი”.
მათ აქციას გამვლელთა ნაწილი სოლიდარობას სიგნალებით უცხადებდა.
გზის ის მონაკვეთი, სადაც აქცია გაიმართა, დაზიანებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ახალგაზრდების აქციას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც შეუერთდნენ.
“სახელწოდება “უპატრონო ქალაქი”, – რეალურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაშიც იმყოფება დღეს ჩვენი დედაქალაქის ქუჩები. უმძიმესი ვითარებაა, განადგურებულია ასფალტი, არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქალაქს არ ჰყავს პატრონი. ამ მერის და ამ ხელისუფლების პირობებში არცერთ მოქალაქეს არ აქვს იმის განცდა, რომ რაღაც პრობლემა მოგვარდება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მსგავსი ტიპის აქციებს დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას გამართავს, სადაც გზის სავალი ნაწილი ასევე დაზიანებულია.
“მსგავსი სიტუაციაა თბილისის ძალიან ბევრ უბანში – წერეთლის გამზირზე, ვაკის პარკთან, ბარათაშვილის ხიდთან და ასე შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს, რადგან თბილისი მართლა უპატრონოა. მივმართავ ნარმანიას – ბოდიში, თბილისი არ შენდება და თუ ამას თავად ვერ ხედავენ, ძალიან კარგად ვხედავთ ახალგაზრდები”, – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ფრუიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მზადაა ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა შეუწყვიტოს
შემდეგი სტატიალიტვურ-ქართული სასაუბროს – “გავიცნოთ ლიტვა და შევეცადოთ ვისაუბროთ ლიტვურად” პრეზენტაცია გაიმართა