თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი ბასაძიშვილმა ბელგიის პრესტიჟული უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების II კურსის სტუდენტი, გიორგი ბასაძიშვილი, სექტემბრიდან სწავლას ბელგიის ყველაზე პრესტიჟულ ,,KU Leuven” უნივერსიტეტში გააგრძელებს. გიორგის უნივერსიტეტიდან უკვე მოუვიდა ჩარიცხვის და დაფინანსების წერილი. KU Leuven ევროპის ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტია და ამ მიმართულებით Cambridge-ისა და Oxford-ის უნივერსიტეტებს უსწრებს.
გიორგის ინტერესის სფეროა ხელოვნური ინტელექტი და მისი მიზანია ინოვაციურ სტარტაპებზე მუშაობა.
გიორგი თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით იყო ჩარიცხული და ის უკვე მუშაობს კომპანია Palatine Analytics-ში, რომელიც ჰარვარდელი სტუდენტების მიერაა დაარსებული.

banner
წინა სტატიაშიირლანდიის პრემიერად ჰომოსექსუალს დაამტკიცებენ
შემდეგი სტატიათურქეთში ახალგაზრდა დედა ნაზლი ნ. მერტი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს