თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და ცენზურის მოთხოვნა – სერგო რატიანი საპატრიარქოს განცხადებას აფასებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი საპატრიარქოს განცხადებას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით და მოწოდებას ხელისუფლებისადმი, მიუღებელს უწოდებს და ცენზურის დაწესების მოთხოვნად აფასებს.
“მოწოდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისკენ აზიანებს არამარტო საჯარო სივრცეს და თავისუფალ სიტყვას აზიანებს ეკლესიასაც. უნდა გავიხსენოთ, რომ იქ სადაც ცენზურა არსებობდა და ცენზურა ეხებოდა მაგალითად ვაჟა ფშაველას, აკაკის ან ილიას, იქ ეკლესიაც იყო დაქვემდებარებული. რუსეთის იმპერიაში ეკლესია იყო დაქვემდებარებული სახელმწიფოს და სასულიერო პირები იყვნენ ჩინოვნიკები.
ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ თავისუფალ მედიას, უნდა გავუფრთხილდეთ „რუსთავი2“-ს და სწორედ ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი2“-ს და კერძოდ გიორგი გაბუნიას“-აცხადებს სერგო რატიანი.

banner
წინა სტატიაში“კატეგორიულად არ მომეწონა ჩემი ეკლესიის განცხადება“ – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაძალიან მკაცრ პასუხებს მოვითხოვთ მთავარი პროკურატურისგან – ზვიად კუპრავა ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაზე