“თავისუფალი საქართველო”-ს და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა მოშიმშილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

მოშიმშილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

მოშიმშილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს“თავისუფალი საქართველო”-ს და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები: კახა კუკავა, გოჩა ჯოჯუა და აკაკი ასათიანი „პატრიოტთა ალიანსის“ შიმშილობის აქციას ესტუმრნენ და მოშიმშილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიები ბევრ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებზე დგანან, თავისუფალი არჩევნები საერთო, გამაერთიანებელი პრიორიტეტია. ამ ეტპაზე გაერთიანებულ ოპოზიციურ მოთხოვნას წარმოადგენს: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და გაყალბების მინისტრის თინა ხიდაშელის გადადგომა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება ფართო ოპოზიციური კონსულტაციები, სადაც შემუშავებული იქნება საპროტესტო აქციების საერთო სტრატეგია.

banner
წინა სტატიაშინარმანია ბაქოსა და თბილისის დაძმობილებას ხელს მოაწერს…
შემდეგი სტატიახაიში დღეს… 11.11.2015