“თავისუფალი საქართველო” არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი კანდიდატების წარდგენისკენ მოუწოდებს

“თავისუფალი საქართველო” არასაპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს. პარტიის ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციურ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს კვირის ბოლომდე მიმდინარე კონსულტაციების დასრულებისკენ და ერთიანი კანდიდატების წარდგენისკენ მოუწოდებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

კუკავა პირველ რიგში “ლეიბორისტულ პარტიას”, “დემოკრატიულ მოძრაობასა” და “პატრიოტთა ალიანსს” მიმართავს.

“თავისუფალი საქართველო” მიმდინარე კვირის ბოლომდე დაელოდება ოპოზიციური პარტიების საპასუხო პოზიციას, რის შემდეგაც, მომავალ კვირას დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად დაიწყებს საარჩევნო კამპანიას.

banner
წინა სტატიაში“GEM FEST”-ზე 2 ახალგაზრდის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია,,ბრმებისთვისაც ნათელი ხდება, რომ ოკუპაციის პირობებში არავითარი “დალაგება” რუსეთთან არ და ვერ მოხდება”