“თავისუფალი დემოკრატების” რეზოლუციას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარალმენტი ევროსტრუქტირებისადმი მიმართვის ტექსტს კენჭს დღეს რიგგარეშე სესიაზე უყრის. “თავისუფალი დემოკრატების” მიერ მომზადებული რეზოლუციით, დეპუტატები მოუწოდებენ ევროსტრუქტურებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ამასთანავე საქართველოს პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო მადლობას უხდის ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებს და მოუწოდებს დარჩენილ ქვეყანას – ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ.
უმრავლესობა ამ დოკუმენტს მხარს უჭერს, მაგრამ შენიშვნები აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ოპოზიცია ერთიან დოკუმენტს ითხოვს, სადაც მათ შენიშვნებსაც გაითვალისწინებენ. კონკრეტულად დოკუმენტში მთავრობისადმი მიმართვის ჩაწერას ითხოვენ, რომ არ დაუშვას ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავისუფალი დემიკრატების დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციტივით, კიდევ ერთი პროექტია წარდგენილი, რომელიც “ახალმა მემარჯვენეებმა” მოამზადეს და მას სხვადასხვა პარტია უერთდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაზვიად ქორიძე: მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას