“თავისუფალი დემოკრატების” გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და პარტია დატოვოს

“თავისუფალი დემოკრატების” გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და პარტია დატოვოს. ამის შესაძლებლობა თამაზ შიოშვილმა არ გამორიცხა, თუმცა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შიოშვილის განცხადებით, იგი დეტალურ კომენტარს დღის ბოლოს გააკეთებს.
ირაკლი ალასანიას პარტიამ შიოშვილი გორის მაჟორიტარობის კანდიდატად 15 მაისს წარადგინა. წარდგენიდან მალევე, თამაზ შიოშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და მოსახლეობას აქტიურად ხვდებოდა.

banner
წინა სტატიაშიკოკა გეგეჭკორი – პატიმრი ნომერი 94A7438, 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია
შემდეგი სტატიაენმ მთავრობას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასკოლო წიგნების მიწოდება უზრუნველყოს