“თავისუფალი დემოკრატები” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევენ თავისუფალი დემოკრატები. ფრაქციამ მისი ყველა წევრის ხელმოწერით პეტიცია შეიმუშავა.

თავისუფალი დემოკრატები უმრავლესობას პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ და ასევე მოითხოვენ მათ მიერ მხარდაჭერილი არამოსამართლე წევრები არალეგიტიმურად ცნონ.

„მურუსიძის გამწესებით, მათ აბსოლუტურად ყველა მორალური უფლება დაკარგეს იყვნენ იუსტიციის საბჭოს არჩეული წევრები,“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიისლამურმა სახელმწიფომ ტყვე ქალების “შენახვის” წესები შეიმუშავა
შემდეგი სტატიათბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია